“SOS ! ჩემს სახლთან ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს …”

პარტიის – „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ხელისუფელბას გადადგომისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში წერს:

“SOS !ჩემს სახლთან ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს, ყოველდღე ყაჩაღობა, ბანდიტები დათარეშობენ ქალაქში და ხელისუფლებაში!!! უკანასკნელ ლუკმას ართმევს ხალხს ეს ხელისუფლება, რადგან რუსული მართვის-კორუფციული მართვის სტილი თავს მოახვიეს ქვეყანას , ბიუჯეტიდან გატანილი გამქრალი მილიონები გამოძიებული არ არის( თავის თავს , ხომ არ გამოიძიებენ)- კატასტროფაა, რადგან ამ სტილის მართვის დროს პენსია, როგორ მოიმატებს?? ქვეყანაში 150000 ბავშვი შიმშილობს და პარლამენტში ახალი “შავი ჯიპების” ნაკადი შეიძინეს- უფრო დაბალფასიანით ვერ ივლიან ეტყობა, 100 ქარხნის მაგივრად მივიღეთ, ” ყანდიაშვილის ტროლების ” ქარხანა, რომელიც ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რათა ადამიანებმა ტალახი შეასხან თავიანთ თანამემამულეებს, ამაზე დიდი მავნებლობა , არც კი ვიცი რა შეიძლება იყოს და მერამდენედ უნდა გავხდეთ ამ ” ბინძური ფილმის” მაყურებლები, საწარმოების მაგივრად ‘” მარიხუანის წარმოება” – პროექტი შესთავაზეს ქვეყანას- მომავალ თაობას! ჩვენ კი, ვუყურებთ ოლიგარქი, როგორ “დააპროწოალებს” ხეებს საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში, ამ დროს კი რა ხდება? საზღვარი ყოველდღე გადმოაქვს ოკუპანტს და “მიტკალ-მიტკალ”, მისხალ- მისხალ , მიაქვს ქართული მიწა, ჩამოიშალა საელმწიფო ინსტიტუციები, შეჩერებულია ანაკლიის პროექტი- საქართველოს ყიდულობს ერთი კაცი- ყველა ინსტიტუციით! ქართველები გადიან ქვეყანას ტოვებენ, იაფი გახდა მიწის ფასი და მწირი ინვესტიციით( ან საერთოდაც არ არის ინვესტირებული) იყიდება მიწა- პრაქტიკულად მიმდინარეობს საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ! ქვეყანაში ისეთი უმუშევრობა და სტაგნაციაა( მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი) რომ ქვეყანა გაუქმებულია! საქართველოს “პრეზიდენტი” კი ( მიუხედავად სტრასბურგის გადაწყვეტილებისა, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია) მაინც ჯიუტად და მიზანმიმართულად “იგივე მავნებლობას” იმეორებს! სახელმწიფო ინსტიტუციების განადგურებით და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული დეზინფორმაციებით გვაშორებენ ევროპას და ამერიკას , რათა აღმოჩნდეს ქვეყანა პირისპირ რუსეთთან, რადგან რუსეთის მიერ შემოგდებული ოლიგარქისთვის იოლი გახდეს “დაპატარავებული” და ხალხისგან დაცლილი საქართველოს მართვა! ამიტომ ” კანონი და სამართლით” მოვითხოვთ დატოვოთ ხელისუფლება ივანიშვილო, ” კანონით და სამართლით” უნდა შეიცვალოს ხელისუფლება კოალიციური მთავრობით!!!”

">