სოფო კილაძე: „IPU-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული მხარდაჭერაა”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოში ვიზიტად მყოფ საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანს, მარტინ ჩუნგონგის შეხვდა.

„IPU-ს გენერალური მდივნის ვიზიტი, რომელიც 2030 წლის მდგრადი განვითარების იმპლემენტაციის კონფერენციის ფარგლებში ეწვია საქართველოს, მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის დეკლარირებული მხარდაჭერაა. ჩვენ ვაფასებთ ბატონი ჩუნგონგის ამ მხარდაჭერას, მათ შორის საქართველოში ადამიანის უფლებებისა და პარლამენტის გაძლიერების კუთხით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მისივე თქმით,  მარტინ ჩუნგონგიმ ქართული მხარე, ჟენევაში იმ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, რომელიც მსოფლიოში ადამიანის უფლებების კომიტეტების გაძლიერებას ეხება.

„ეს თანამშრომლობა იქნება ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება, სადაც შესაძლებელი არის საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო კავშირის ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს”, – აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

">