სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მონაწილეობს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავამ ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა,  სადაც საერთაშორისო დღის წესრიგი, წევრი ქვეყნების პოლიტიკური კავშირები და უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საკითხები განიხლებოდა.

„ბიუროს წევრის სტატუსით, პირველად ვმონაწილეობ ეუთო-ს საპარლამნეტო ასამბლეის ბიუროს სხდომის მუშაობაში, სადაც ყურადღება გავამხავილე  ეუთოს სივრცეში არსებულ კონფლიქტებზე და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში მის როლზე. სხდომაზე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ საქართველოს ოკუირებული ტერიტორიების საკითხი მუდმივად აქტიურად უნდა იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში”,- განაცხადა ქაცარავამ.

ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ავსტრიის პარლამენტის ახლდაარჩეულ თავმჯდომარეს ელიზაბეტ კოსტინგერს შეხვდა, სადაც საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კავშირების უფრო მეტად გამყარებაზე ისაუბრეს.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის  თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა  და ეუთოს საპარლამენტო  ასამბლეის პრეზიდენტი,  გიორგი  წერეთელი მინისტერიალის საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ.