სომხეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისფარგლებში, ერევნის კომიტასის სახელობის კამერული მუსიკის ცენტრში გაიმართა  ქართველი პიანისტისნინო ბაქრაძის კონცერტი.

კონცერტი  საქართველოს საელჩოსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროსორგანიზებით ჩატარდა.

სომხეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის განცხადებით, მომავალშიკვალვ იგეგმება მსგავსი კულტურული ღონისძიებები„წელს საქართველოსა და სომხეთის  პირველირესპუბლიკების 100 წლის იუბილე აღინიშნება, აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია ისეთი ღონისძიებებისორგანიზება, რომელებიც ორი ქვეყნის ახალგაზრდა თაობას გააერთიანებს”-განაცხდა ელჩმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრი  ლილით მაკუნცი, პრემიერ მინისტრისმრჩეველი  არსენ ხარატიანი, ასევე სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართულიდიასპორის წარმომადგენლები.

">