სომხეთში ოპოზიციის ლიდერი დააკავეს

სომხეთში საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ოპოზიციონერი ნიკოლ ფაშინიანი პოლიციამ დააკავა. როგორც News.am წერს, ოპოზიციონერი მაშინ დააკავეს, როდესაც ის და მისი მომხრეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა.

დაკავებამდე ფაშინიანმა პოლიციას მოუწოდა მომიტინგეების მხარეს დამდგარიყო.

„არ შესწიროთ ჩვენი სამშობლო კორუმპირებულ კლანს. ეს თქვენი ბავშვების და ოჯახების მომავლის საკითხია“, – აცხადებდა ფაშინიანი.

">