სოფელ ზესხოში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესხოში ხანძარი ლიკვიდირებულია. მუნიციპალიტეტის მერის, ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, წვიმამ ხანძრის ჩაქრობის პროცესი დააჩქარა. ამ დროისთვის ცეცხლის კერები აღარ არის. ხანძრის შედეგად დამწვარია დაახლოებით 3 ჰექტარი ტყის ნაწილი.

ლენტეხის ტყეში ხანძარი 11 ივლისს გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 220-მდე მეხანძრე-მაშველი და სატყეოს სააგენტოს 50-მდე თანამშრომელი იყო ჩართული.

">