სოფელ ხელთუბანთან, სადაც მოსახლეობამ ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა, ვითარება დაიძაბა

სოფელ ხელთუბანთან, სადაც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა, ვითარება დაიძაბა. 6 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალება.

თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

/</a></iframe>