სკოლა „ლამპრისა“ და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

სკოლა „ლამპრისა“ და მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კერძო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე იაშვილის სახელობის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მას თავის ტვინის შერყევა აქვს.

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემოყვანილი იქნა 15 წლის ვაჟი. მისი გადმოცემით, ვაჟს სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მისთვის უცნობებთან ჩხუბი მოუვიდა,“- განაცხადა საავადმყოფოს პედიატრიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ოთარ რუსაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ჩხუბის შესახებ მე-12 სკოლის მანდატურისთვის გახდა ცნობილი.

">