Skillwill-მა ავატარის შესაქმნელად კონკურსი გამოაცხადა

20 თებერვლის ჩათვლით, შეიმუშავე რეგიონში პირველი ონლაინ ნეო უნივერსიტეტის ავატარი, რომელიც თანხვედრაში იქნება სქილვილის მისიასთან, მიზნებთან და ვიზუალურ სტილთან. გაეცანი ბრენდბუქს: https://bit.ly/3HR6GvI
კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად:
პირველ ეტაპზე მონაწილეებმა 22 თებერვლის ჩათვლით უნდა შექმნან ავატარის 2D კონცეფცია, მეორე ეტაპზე გადასულმა კონკურსანტებმა კი, 29 თებერვლის ჩათვლით, 3D ავატარის საბოლოო ვერსია უნდა წარმოადგინონ.
გიზიარებთ მახასიათებლებს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ავატარზე მუშაობისას:
– ავატარის სამიზნე აუდიტორია: 15-35 წელი
– პერსონაჟი: განმანათლებელი
– Hero-inspired ფუტურისტული ელემენტებით, რესპექტაბელური
პერსონაჟი უნდა აერთიანებდეს განმანათლებლის ღირებულებებს და ინსპირირებული იყოს უახლესი ტექნოლოგიებით.
გამარჯვებულს გადაეცემა პრიზი $5,000. (*თანხა მოიცავს გადასახადებს).
გამარჯვებულს გამოავლენს კომპანიის მიერ შერჩეული ჟიური.
მონაწილეობა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდებს.
კონკურსის დეტალურ აღწერას, წესებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე: https://bit.ly/48erKHj

ასევე დაგაინტერესებთ