„სითი პარკმა“ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება“

თბილისის ვიცემერის განცხადებით, კომპანია „სითი პარკმა“ ას შეასრულა საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებით მასზე დაკისრებული ვალდებულება. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაპირგასამტეხლო არ დაეკისრება, ვინაიდან მას ხელშეკრულება არ დაურღვევია და მოქმედებდა პირობების შესაბამისად, თუმცა ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ „სითი პარკმა“ მიიჩნიოს, რომ მისი უფლებები დაირღვა და სასამართლოს მიმართოს.

„კომპანიამ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ერთადერთი ვალდებულება, ეს არის საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობა, დახაზვა და საპარკინგე ნიშნების დაყენება, ასევე შშმ პირებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი, დაახლოებით 30%-ზე მეტი საპარკინგე სივრცეების არის მოუწესრიგებელი, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მერიას არ დაეკისრება პირგასამტეხლო ამის გამო, იმიტომ, რომ ჩვენ ვმოქმედებდით ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. კომპანიამ შეიძლება მიიჩნიოს, რომ მისი უფლება დაირღვა და მიმართოს სასამართლოს, მაგრამ ჩვენ გვაქვს სამართლებრივად მყარი პოზიციები, ჩვენი გადაწყვეტილების გვჯერა და სამართლიანი და სწორი გადაწყვეტილებაა“,-განაცხადა ხმალაძემ.

">