შსს-მ ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ზვავში მოყოლილი ტურისტი გადაარჩინეს, ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შემოვიდა შეტყობინება, რომ სვანეთში, კურორტი „თეთნულდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა. პირველადი ინფორმაციით, კურორტ „თეთნულდზე“ მყოფი, ექსტრემალური სპორტის მოყვარული 4 ტურისტი გაუკვალავ თოვლში დაეშვა, რამაც ზვავი გამოიწვია. სამმა მათგანმა უსაფრთხო ადგილზე გასვლა მოახერხა, ხოლო მეოთხე ტურისტი თოვლში ჩარჩა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები.

წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, სამთო მაშველებმა და მოთხილამურე პატრულებმა ზვავში მოყოლილი 1 პირი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მას ქვედა კიდურების მოტეხილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია, რის შემდეგაც იგი მესტიაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსაგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამთო მაშველები, მოთხილამურე პატრულები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები, პრევენციის მიზნით, შემთხვევის ადგილს დეტალურად ათვალიერებენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.

">