შსს-მ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი გააფართოვა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხიმონიტორინგის დეპარტამენტის გაფართოვდა და მონიტორინგი სხვა ტიპის დანაშაულების გამოძიებასაც შეეხება.

დეპარტამენტი იანვარში შეიქმნა და მისი ფუნქცია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილის მოტივით, ჩადენილი დანაშაულების და ტრეფიკინგის გამოძიების მონიტორინგი.

ამის შესახებ დღევანდელ პრეზენტაციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ძირითადი 5 მიმართულებით, როგორიცაა ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა და ა.შ. გამოძიების ხარისხი მკვეთრად გაიზარდა და გაიზარდა ასევე ამ მიმართულებებით პოლიციის მიმართ ნდობაც.

">