შრომითი უსაფრთხოება – დეპუტატების თქმით, ქვეყანაში სამარცხვინო მდგომარეობაა შექმნილი

საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე შრომითი უფლებების შესახებ იმსჯელეს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შრომითი უსაფრთხოების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სამარცხვინოა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კორუფციაზე საუბრობენ და განმარტავენ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში რეგულაცია სწორედ კორუფციის წყარო გახდა. დეპუტატები აცხადებენ, რომ უმეტეს შემთხვევაში დარღვევის დროს პასუხს არავინ აგებს.

სალომე სამადაშვილი-ის სურათის შედეგი„რატომ ხდება, რომ რეგულაცია სწორედ იქ, სადაც შესაძლოა, მისი აუცილებლობა არსებობდეს გახდა სავარაუდოდ, კორუფციის წყარო და ჩვენი მოქალაქეები კვლავ რჩებიან დაუცველები. უმრავლეს შემთხვევაში გამოძიება წინ არ მიდის. არავინ პასუხს არ აგებს და სასამართლოში 2017 წელს 46 დაწყებული საქმიდან მხოლოდ ოთხმა მიაღწია,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატები მიუთითებენ, რომ შრომითი უსაფრთხოების კუთხით არსებული რეგულაციები არასაკმარისია, ხოლო მისი აღსრულება – არასათანადო.

გია ჟორჟოლიანი-ის სურათის შედეგი„აშკარაა, ამ სფეროში არსებული რეგულაციები არასაკმარისია და აღსრულება არასათანადო. არსებული წესების არაეფექტურობა ეჭვს აღარ იწვევს,“ – განაცხადა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პასუხისმგებლობას იმ კომპანიებს აკისრებენ, რომლებიც მშენებლობაზე სამუშაოებს ასრულებენ. მმართველი გუნდის წევრები აღიარებენ, რომ შრომითი უსაფრთხოების კუთხით პრობლემები არსებობს.

სოფო კილაძე-ის სურათის შედეგი„ზოგიერთი უპასუხისმგებლო კომპანიის კოლოსალური მოგების გამო, ადამიანები იღუპებიან და მათ სანქციების შიში არ აქვთ. რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, გასამკაცრებელია სანქციები და გასაუმჯობესებელია აღსრულება,“ – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი-ის სურათის შედეგი„კანონი, რომელიც მივიღეთ ეფექტურია, მნიშვნელოვანია და ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. გათვალისწინებულია ევროპული დირექტივები, მაგრამ ჩვენ რეალურად გვაქვს პრობლემა კანონის აღსრულების და ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი,“ – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

">