შეუძლია შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს აქციები – კობახიძე ბესელიაზე საუბრობს

კი, შეუძლია შალვა შავგულიძესთან და გიგი უგულავასთან ერთად გამართოს ეს აქციები,“ – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ეკა ბესელიას მისამართით გააკეთა.

კობახიძე ამით ყოფილი თანაგუნდელის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ იმ კომენტარს გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ აქციები პარლამენტთან მხარდამჭერებთან ერთად დაიწყოს.

რამდენიმე დღეა, პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში დეპუტატების მხრიდან მწვავე განცხადებები კეთდება და ისმის ურთიერთბრალდებები.

">