„შენების მოძრაობა“ საკრებულოებში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობების შემოღებას აპროტესტებს

შენების მოძრაობა საკრებულოებში ახალი ანაზღაურებადი თანამდებობების შემოღებას აპროტესტებს და განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია „ადგილობრიბვო თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები, რომლის შესაბამისადაც საკრებულოების თანამდებობების პირებების ჩამონათვალს ემატება საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარის მოადგილეები. ეს რასაკვირველია დაკავშირებულია დამატებით საბიუჯეტო ხარჯებთან, რომელიც  3 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. ესაა მაგალითი „ქართული ოცნების“ მხრიდან პარტიულად მოტივირებული გადაწყვეტილების. ამ გადწყვეტილებით მათ უნდათ  საკუთარი საკრებულოების წევრების უფრო მეტი რაოდენობის ხელფასით უზრუნველყოფა ბიუჯეტის ხარჯზე.  ამ გადაწყვეტილებას არანაირი კავშრი არა აქვს არც თვითმმართველობის განვითარებასთან და არც საკრებულოს მუშაობის ეფექტურობასთან. ამ საკითხის განხილვისას გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები და აასპექტები:

  • მიმდინარე წელს 7 ქალაქის თვითმმართველობის სტატუსის გაუქმებისგან საბიუჯეტო ეკონომია შეადგენდა დაახლოებით 3-4 მლნ ლარს. აღნიშნული ქალაქებისა და თემების განვითარებისთვის დამაზიანებელი ნაბიჯი სწორედ ადმინისტრაციული რესურსების ეკონომიის მიზნით გადაიდგა არადა დღეს ხელისუფლება,ახალი თანამდებობის შემოღების გზით  ამ თანხების გაცემას საკუთარ წევრებზე აპირებს
  • კანონპროექტის შესაბამისად საკრებულოს ფრაქციების თავჯდომარეების მოადგილეები 5 და მეტ წევრიან ფრაქციებს ეყოლებათ. ასეთი ფრაქციების კი საქართვლოს მასშტაბით საკრებულოებში პრაქტიკულად მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ ჰყავს. ანუ მმართველი ძალა ამ ინიციატივით უბრალოდ საკუთარი საკრებულოს წევრებისთვის ხელფასების დარიგებას გვთავაზობს.
  • კანონით საკრებულოებისთვის გათვალისწინებულია გარკვეული შეზღუდვებიც, მაგალითად თბილისის გარდა სხვა საკრებულოებში უნდა შეიქმნას არაუმეტეს 5 კომისიია, საკრებულოს თავმჯდომარეებეს კი უნდა ყავდეს 1 მოადგილე (გარდა 100 ატთას ამომრჩეველზე მეტი ქალაქებისა სადაც 2 მოადგილეა გათვალსიწინებული). ანუ ვიღებთ საოცარ ვითარებას საკრებულოს თავჯდომარისთვის მხოლოდ 1 მოადგილე კანონითაც და პრაქტიკითაც საკმარისია და ფრაქციის თავჯდომარეს 4 მოადგილე შეიძლება დასჭირდეს.
  • ჯერ კიდევ 2013 წელს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პირველად პროექტში საკრებულოს ფრაქციების თავჯდომარეებისთვისაც კი არ იყო გათვალისწინებული ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურება და მხოლოდ მაშინდელი საპარლამენტპო უმრავლესობის ძალისხმევით საბოლოდ მიღებული კანონში ეს თანამდებობები განისაზღვრა ანაზღაურებადად. ამჟამად კი ანაზრაურებადი პირების მრავალჯერ გაზრდას გვთავაზობენ ფრაქციის თავჯდომარისთვის 1 დან 4 მდე მოადგილის შემოთავაზებით.
  • წარმოდგენილია არგუმენტი იმის შესახებ, რომ საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარის მოადგილეების შემოღება და მათვის საბიუჯეტო ხელფასების გაცემა ხელს შეუწყობს პარტიების პოლიტიკურ საქმიანობას. უპირველეს ყოვლისა ამ გადაწყვეტილებით სარგებელს მხოლოდ „ქართული ოცნება“ მიიღებს, და მეორეც, პარტიები საარჩევნო შედეგების შესაბამისად იღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას და მათ პოლიტიკური საქმიანობა, მათ შორის საკრებულოს ცალკეული წევრების შრომის ანაზღაურება შეუძლიათ სწორედ ამ დაფინანსებიდან უზრუნველყონ.
  • საკრებულოების და მისი ფრაქციების მუშაობის პრაქტიკიდან გამომდინარე ძნელად წარმოასადგენია საკრებულოს ფრაქციის თავჯდომარის მადგილეების რაიმე სამსახურეობრივი დამატებითი დატვირთვა. რეალურად მათთვის გაცემული ხელფასი მმართველი ძალის მხრიდან საკუთარი წევრების ფინანსურ დასაჩუქრებას წარმოადგენს ბიუჯეტის ხარჯზე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით შენების მოძრაობა მოუწოდებს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“  ცვლილებებს, რომლის  შედეგად მხოლოდდამხოლოდ მუნიციპალიური ადმინისტრაციული ხარჯების არაეფექტურ ზრდას მივიღებთ მმართველი პოლიტიკური ძალის მეტი  საკრებულოს წევრისთვის ხელფასების ჩუქების გზით.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ შენებოს მოძრაობის წარმომადგენლები ადგილობრივ საკრებულოებში საქართველოს მასშტაბით

 

  1. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: გოგი ბარბაქაძე
  2. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ალექსანდრე ნონიაშვილი
  3. დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – გუმბათ იუსუპოვი
  4. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – იაგო თავართქილაძე
  5. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – მაია ჩხარტიშვილი
  6. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ბადრი ნანეტაშვილი
  7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ინგა მაღრაძე
  8. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – მიხეილ ჭიპაშვილი
  9. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – ლაშა ცატავა
  10. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – კორნელი წურწუმია
  11. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – კორნელი საჯაია
  12. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – გოჩა მეგრელიშვილი
  13. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი – დოდო ჩალაძე