„შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით, ეს არის საშინელი ტრაგედია ოჯახისთვის“

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოში აშშ-ს ელჩმა გააკეთა. იან კლეის განცხადებით ამ ტიპს ინციდენტი პირველი არ არის და უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი. კელი იმედოვნებს, რომ ცხედარს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნებენ გარდაცვლილის ოჯახს.

„შეძრწუნებულები ვართ ამ ფაქტით, ეს არის საშინელი ტრაგედია ოჯახისა და ნათესავებისთვის, ასევე შემაძრწუნებელი სიტუაციაა, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდე, რა მოხდა იქ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, უნდა დადგენს პასუხისმგებლობის საკითხი, რადგან ამ ტიპს ინციდენტი პირველი არ არის, ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს ამ საკითხზე, ოკუპანტ ძალას თავის პასუხისმგებლობა აქვს. ვერ ვხედავ, რომ ვინმეს აეღოს ამ საქმეზე პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ოჯახს დაუბრუნებენ ცხედარს რაც შეიძლება სწრაფად“,-განაცხადა ან კელიმ.

">