„შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტის ინსტიტუტს და იგი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“

უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი პრეზიდენტს ირაკლი ქორიძის შეწყალების გამო აკრიტიკებს. დეპუტატის განცხადებით, შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტს და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

„მე მის ადგილას, როგორც მინიმუმ, განმარტებას გავაკეთებდი, რომ როგორ მოხდა, რომ 300 აბი სუბოტექსის შემოტანაში ბრალდებული ადამიანი მოხვდა შეწყალებულთა სიაში. წინასწარ გეუბნებით, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ამაზე პასუხს არ გაგვცემს, ან გაგვცემს, მაგრამ ისეთ აბსურდულს, რომ ამ პასუხის აზრი არ ექნება. მე რომ მის ადგილას ვიყო, ბოდიშს მოვიხდიდი აუცილებლად.

ჩვენ ალბათ კიდევ ვიპოვით სიურპრიზებს მანდ, იმიტომ, რომ წარმოუდგენელი რაოდენობის ადამიანები ჰყავს პრეზიდენტ მარგველაშვილს შეწყალებული და მუდმივად ისმის, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე მედიასაშუალებებში კრიტიკა, შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტის ინსტიტუტს, შესაბამისად იგი ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა“,-განაცხადა ზარდიაშვილმა.

 

">