„შეუძლებელია ევროპულმა სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება თუ არა, აღიარება ადამიანის უფლებების დარღვევისა და აგრესორის გამტყუნებისა“

შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს სხვა გადაწყვეტილება თუ არა, აღიარება ადამიანის უფლებების დარღვევისა და აგრესორის გამტყუნების, ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„შეუძლებელია თუ აქ მართლა ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩაერთო და მე ამ შემთხვევაში, ნდობას ვუცხადებ და იმედი მაქვს სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოსი, რომელიც ყველაზე მაღალი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე და არა მხოლოდ ევროპის რეგიონზე.

რაც შეეხება სამართლებრივ ბერკეტებს და რამდენად აღასრულებს რუსეთი, ეს არ არის საქართველოზე და მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული, ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც აქვს ყველა ის ბერკეტი, როგორ მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რომ მან აღასრულოს გადაწყვეტილებები“,-განაცხადა სუბარმა.

საქმეზე – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (საქმე II)“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში  ბოლო ზეპირი მოსმენა მიმდინარეობს. სხდომაზე საქართველომ საკუთარი პოზიციის წარდგენა უკვე დაიწყო. სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის, საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული. დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს. მოსამართლეებს შორის არის საქართველოს წარმომადგენელი – ლადო ჭანტურია, რუსეთს დიმიტრი დედოვი წარმოადგენს. სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები იცავენ.

/</a></iframe>