„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი  თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, დეპუტატის განცხადებით, აბსოლუტურად მიუღებელია ამ ვითარებაში პოლიტიკური სპეკულაცია.

„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, ვინც ამ ვითარებაში ცდილობს, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს, ეს არის ჩემთვის უღირსი საქციელი. აქ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ყველა საქმე იყოს გამოძიებული, ზედმიწევნით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს და მარტო უსაფრთხოების სამსახურმა არა, ყველამ ერთად, საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელმაც უნდა გაითავისოს და ბოლო მოვლენებმა გვანახეს, რომ სავარაუდოდ ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეულმა ჩართულობამ, სამწუხაროდ, მოიტანა ტრაგედია, სპეცრაზმელი დაგვეღუპა. აქ გვჭირდება მეტი მობილიზაცია, პოლიტიკური სპეკულაცია მე ვფიქრობ, რომ მთლიანად გადის გონივრული ზღვრიდან“,-განაცხადა სესიაშვილმა.

">