სეს-ი მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს

სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს აფრთხილებს, პროდუქციის შეძენისას ყურადღება მიაქციონ ეტიკეტს. სააგენტოში აცხადებენ, რომ ზაფხულის სეზონზე სურსათის უვნებლობის რისკები იმატებს და ამ პერიოდში განსაკუთრებით სახიფათოა ხორცისა და რძის პროდუქტების ვარგისიანობა.

სეს-ში აცხადებენ, რომ თუ მომხმარებელი შეამჩნევს სურსათის შენახვის წესების დარღვევას ან ვადაგასული თუ გაფუჭებული პროდუქციის რეალიზაციის მცდელობას, მათ უნდა მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს 15-01.

 

">