„რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ უნდა გადააბიჯოს“

ჯანდაცვის მინისტრი პრემიერსა და ნიკა მელიას შორის, გუშინ, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. დავით სერგეენკო მომხდარს პროვოკაციად აფასებს. მისი თქმით, რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ უნდა გადააბიჯოს.

„ცალსახად, რა თქმა უნდა, პროვოცირებული იყო, მთავრობის წევრები ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რა ძალისხმევა გვჭირდება ამისთვის, მაგრამ ღირსება ხელშეუხებელი რამ არის და ეს ხელშეუხებელია მთავრობის წევრისთვისაც და რიგითი მოქალაქეებისთვის, რაღაც ზღვარი ყველაფერს აქვს და ამ ზღვარს არავინ უნდა გადააბიჯოს“,-განაცხადა სერგეენკომ.

">