„სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა“

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სექტემბრიდან აქციების დაწყებას გეგმავს და ხალხს თანადგომას სთხოვს.

„უკან დახევას არ ვაპირებ. ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მთელი სახელმწიფო აპარატი ჩემ განეიტრალებას ცდილობს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩარეული ჩემი შვილის მკვლელობის საქმის გაყალებაში. სექტემბრიდან ვაპირებ აქციების გაგრძელებას და დამჭირდება ხალხის გვერდით დგომა. აქციების მოთხოვნა იქნება არა მარტო ჩემი შვილის საქმის გახსნა, არამედ ქვეყანაში შერჩევითი სამართალის დასრულება“, – აცხადებს ზაზა სარალიძე

/</a></iframe>