„შემოხაზა 48, ფოტო გადაუღო, გაუგზავნა ოცნების კოორდინატორებს, შემდეგ გადაშალა და შემოხაზა 10“

„ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანიდატი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში მისი ერთ-ერთი მხარდამჭერიბიულეტენის ფოტოს ავრცელებს. ნათელაშვილის ინფორმაციით, ფოტო ამომრჩეველმა გამოუგზავნა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს და ამბობს, რომ მას დაავალეს 48 ნომრის შემოხაზვა და შემდეგ ფოტოს გადაღება.

„ფოტო გამოგვიგზავნა ამომრჩეველმა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს და რომელსაც ავალდებულებდნენ სალომე ზურაბიშვილისთვის მიეცა ხმა, ხოლო ამის შემდეგ, ბიულეტინისთვის ფოტო გადაეღო. მან შემოხაზა 48 ნომერი, ფოტო გადაუღო, გაუგზავნა ოცნების კოორდინატორებს, შემდეგ გადაშალა და შემოხაზა 10“,- წერს ნათელაშვილი.

ფოტო გამოგვიგზავნა ამომრჩეველმა, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს და რომელსაც ავალდებულებდნენ სალომე ზურაბიშვილისთვის…

Posted by Shalva Natelashvili – შალვა ნათელაშვილი on შაბათი, 27 ოქტომბერი, 2018

">