სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არასამთვრობოებისა და პარტიებიდან მიღებული შეფასებების კომპილაციაა

„ეს არის იმ შეფასებების კომპილაცია, რომელსაც ისინი იღებენ არასამთვრობო ორგანიზაციებიდან, პოლიტიკური პარტიებიდან,“ – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშს.

დავით ზალკალიანის თქმით, დოკუმენტში ამერიკის მხრიდან შეფასება არ არის გაკეთებული. მისი განცხადებით, ანგარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების შეფასებების ერთობლიობა.

დავით ზალკალიანი-ის სურათის შედეგი„ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა, ყურადღება მივაქციოთ, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების შეფასებები კომპილაცია. გულდასმით გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ანგარიში, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან,“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

">