„სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები“

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი „რუსთვი2“-თან დაკავშირებით, საპატრიარქოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ანა ნაცვლიშვილის თქმით, ეკლესიას აქვს უფლება, რომ რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტებზე.

„ეკლესიას, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება, რომ რაღაც მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს და აქვს უფლება, რომ რომელიმე ტელევიზიას არ ეთანამშრომლოს, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელდეს მოქალაქეებზე და განსაკუთრებით ჟურნალისტებზე. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმთავრესი ბოძი, რაზეც დგას ქვეყნის დემოკრატიული დღევანდელი და ხვალინდელი დღე და სახელმწიფო ვერ გახდება ცენზორი, ეს არის დაუშვებელი, იქნება ეს რელიგიური მოტივაცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება თუ სხვა საკითხები“,-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

">