„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ველი ნებისმიერი განსხვავებული აზრის თანაარსებობისთვის“

„სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ველი ნებისმიერი განსხვავებული აზრის თანაარსებობისთვის, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავი სიტემა არსებობს იმისთვის, რომ ყველა ადამიანის უფლება, ვინც კანონს არ არღვევს და აზრს გამოხატავს, იყოს დაცული.

„თუ მე არ მოვუწოდებ მეორე ჯგუფის ან ადამიანის ან რაღაც ტიპაჟის განადგურებისკენ, ჩემ შეხედულებებს, რა არის ფასეული და რა არ არის ფასეული, არსებობის უფლება გააჩნია და ეს უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამის უზრუნველყოფა, მათ შორის სამართლებრივი მეთოდებით არის თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულება. არა ის, რომ ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ, არა ის, რომ ამისთვის პრემია უნდა გავცეთ, არა, მარტივია, სხვა რამისთვის სამართალდამცავი სისტემა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანს, ვინც კანონს არ არღვევს და აზრს გამოხატავს, მისი უფლება უნდა იყოს დაცული, ამისთვის თითოეული თქვენგანი, ვისაც შემოსავალი გაქვთ, იხდით თქვენი ჯიბიდან და აფინანსებთ იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაც არის თქვენი, ჩემი, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის დაცვა“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

/</a></iframe>