სახელმწიფო დეპარტამენტი: ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ძალადობას

კიევში, მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. განცხადება ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ჰეზერ ნოირეტმა ბრიფინგზე გააკეთა. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ორივე მხარეს, თავი აარიდონ ძალადობას, დაიცვან კანონის უზენაესობა.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით კიევში მიმდინარე მოვლენებს, კონტაქტი გვაქვს უკრაინის ხელისუფლებასთან, რომელთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ ვიღებთ შეტყობინებებს ქუჩებში მიმდინარე სხვადასხვა აქტივობების შესახებ.

უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებთ ვითარების დეესკალაციისკენ, ასევე ორივე მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ძალადობას, დაიცვან კანონის უზენაესობა და დაიცვან მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. თუ კი უკრაინის ხელისუფლება ვინმეს აპატიმრებს, ეს უნდა მოხდეს ამ ქვეყნის კანონის შესაბამისად, ასევე ადამიანის უფლებების დარგში აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდებთ უკრაინის ხელისუფლებას, პატივი სცეს კანონის უზენაესობას“,-განაცხადა ჰეზერ ნოირეტმა.

">