სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ეკონომიკური ზრდა ყველაზე მაღალი იქნება. როგორც 1tv.ge წერს, ორგანიზაციამ საკუთარ ვებგვერდზე 2018-2023 წლების საპროგნოზო მაჩვენებლები განაახლა.

ფონდის ვარაუდით ეკონომიკური ზრდა 2018 წლისთვის 4.5 პროცენტი იქნება, 2019 წლისთვის 4.8 პროცენტი, 2020 წლისთვის 5 პროცენტი, 2021-2023 წლებში  – 5.2 პროცენტი.

აღნიშნული მაჩვენებლებით საქართველო სამხრეთ კავკასიის სხვა სახელმწიფოებს, ასევე თურქეთს, რუსეთს, უკრაინას, მოლდოვას და ბელარუსს უსწრებს.

">