ერდოღანი: საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში ზოგიერთი მასალა გადაღებილია

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში, სადაც ცნობილი ჟურნალისტი სავარაუდოდ მოკლეს, ზოგიერთი მასალა გადაღებილია. ერდოღანმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქმა გამომძიებლებმა საკონსულოში ჩხრეკა ჩაატარეს. ასევე, თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტო Reuters-ს განუცხადეს, რომ გამოძიებას აქვს აუდიო ჩანაწერი, რომელიც ამტკიცებს, რომ ჟურნალისტი ხაშოგი საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

„ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ძიებას შეძლებისდაგვარად სწრაფად დავასრულებთ. გამოძიება იკვლევს მომწამვლელ ნივთიერებებს და ასევე იმ მასალებს, რომლებიც გადაღებვის შედეგად გაქრა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

/</a></iframe>