ვიდეო: საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ

საუდის არაბეთში ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. ქალები ქალაქ ჯედში გამართულ თამაშს დაესწრნენ.

საუდის არაბეთში ქალებს დღემდე ძალიან ბევრი რამე ეკრძალებათ მაგ: არაბეთში დაუოჯახებელ ქალებსა და მამაკაცებს ერთსა და იმავე ადგილზე ყოფნა ეკრძალებათ, 14 თებერვალს  აკრძალულია ყველაფერი, რაც წითელ ფერს უკავშირდება, საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ქალებს მანქანის ტარება ოფიციალურად ეკრძალებოდათ, თუმცა 2018 წლის ივნისიდან საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს მართვის უფლება მიენიჭებათ.

საუდელი ქალებისთვის მეტი უფლებების მინიჭების ინიციატივას მემკვიდრე პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი ხელმძღვანელობს, რომლის თქმითაც ცოტახანში საუდის არაბეთში ქალებისთვის ბევრი ახალი კანონი ამოქმედდება.

 

 

/</a></iframe>