სასამართლოზე მიხეილ კალანდიას ძმამ დაადასტურა, რომ მორჩაძისგან ფული მიიღო

საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე დაკავებულ მერაბ მორჩაძის პროცესი გაიმართა. დღეს ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდა. ასევე გამოიკითხა მიხეილ კალანდიას ძმა ლუკა კალანდია.

ადვოკატის ინფორმაციით, მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი, თუმცა, მისივე თქმით, ფულის გადაცემის მიზანი მოსყიდვის მცდელობა არ ყოფილა და ეს მხოლოდ ნათესავებს შორის დახმარება იყო.

სახელმწიფო ბრალდება კი განმარტავს, რომ ლუკა კალანდიამ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ თანხა ნამდვილად მიიღო , ხოლო მის მიზნობრიობას მხარეები დასკვნით სიტყვაში შეაფასებენ.

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე მერაბ მორჩაძე 8 ივნისს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

">