სასამართლოში არსებული ვითარება – ოპოზიცია კლანურ მმართველობაზე საუბრობს და სამოქალაქო სექტორის პროტესტს უერთდება

არასამთავრობო ორგანიზაციების, ყოფილი მოსამართლეებისა და ადვოკატების მიერ სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის გასაპროტესტებლად დაანონსებულ აქციებს შეუერთდება „ნაციონალური მოძრაობა“.

პარტიაში ფიქრობენ, რომ პროტესტი ერთ-ერთი გზაა, რათა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობა დაიწყოს.

„უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესია, რომ აკონტროლებდეს სასამართლოს, რომ შემდეგ გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პროცესებზე. შეძლება საპროტესტო აქციებიც იყოს და რა თქმა უნდა მივესალმებით ყველა სამოქალაქო აქტივობას და რა თქმა უნდა შევუერთდებით,“-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

„ევროპულ საქართველოს” სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების მოგვარების საკუთარი ხედვა აქვს. ხედვის  ერთი ნაწილი საქართველოში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანას და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებას გულისხმობს.

„აქციები თუ იმისკენ არის მიმართული, რომ გააპროტესტონ დღეს არსებული ვითარება, ეს არის ნორმალური ჯანსაღი მოვლენა, მაგრამ თუ არ დავიწყეთ ზრუნვა ამ სიტუაციის გამოსწორებაზე, ისე არაფერი არ გამოვა. „ევროპულ საქართველოს აქვს მწყობრი ხედვა, ერთი ეს არის უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, მეორე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ამოქმედება ყველა დანაშაულზე, სადაც დანაშაულის აღკვეთა არის გათვალისწინებული, მესამე ეს არის იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფუნდამენტური რეფორმირება,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

განცხადება გააკეთა ქართული ოცნებიდან გარიცხულმა დეპუტატმაც. დავით ჭიჭინაძის თქმით, მმართველ პარტიაში განხეთქილება სახეზეა, ეს პროცესები კი სასამართლოზე  პირდაპირ პროპორციულად აისახება.

„ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის უზენაესი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, თ ესეც იქნა არასამთავრობოები იქნება თუ სხვა წარმომადგენლებთან კონსულტაციების გარეშე, მე ვფიქრობ აქციები გარდაუვალი იქნება,“-აცხადებს ჭიჭინაძე.

">