პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი ირაკლი ბენია მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს, მათი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს.

სუს-მა 26 დეკემბერს 5 პირი დააკავა, აქედან 4 პანკისში, ერთი კი – თბილისში. ყველა მათგანს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებულ პირებთან კავშირი და მათი დახმარება ედება ბრალად.

">