„შარდის სკანდალთან“ დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, დამნაშავე დააკავეს“

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მარნეულის ინციდენტს „ფეისბუქით“ გამოეხმაურა.

„ქოცები, როგორც ყოველთვის, იტყუებიან – “შარდის სკანდალთან” დაკავშირებით, ისინი ამბობენ, რომ „ნაციონალებისგან“ განსხვავებით, დამნაშავე დააკავეს.
დადგმული “ციხის კადრების” გამოქვეყნების შემდეგ, გადადგა მინისტრი ახალაია და ჩვენ დავაპატიმრეთ საქმესთან დაკავშირებული ციხის ყველა თანამშრომელი, რომელთა 90% ოცნებამ გაათავისუფლა და ბედუკაძე გმირად გამოაცხადეს.
რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ფაქტს, აქ მარტო მერი კი არა, სუს-ის მთელი შემადგენლობა და მათი სპონსორი-ივანიშვილია დასაკავებელი“,-წერს სააკაშვილი.