სარალიძე: თუ მოწმეს ჩემ შვილთან შეხება არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე ჩემი ბავშვის სისხლი

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გაიმართა. დღევანდელ პროცესზე წერილობითი მტკიცებულებები და ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გამოიკვლიეს, რომელიც საქმეში გრიფირებულია. საქმეს დაერთო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნაც. ბრალდებულის ადვოკატების განცხადებით, ამ დასკვნით მტკიცდება, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში სხვა არასრულწლოვანებიც ფიგურირებენ. იგივეს ამბობს გარდაცვლილის მამაც, ზაზა სარალიძისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა მისი შვილის სისხლი მოწმის ტანსაცმელზე, თუ მას შეხება არ ჰქონია დავით სარალიძესთან.

„მოიტანეს ექსპერტიზის დასკვნა, დღეს გაჟღერდა, რომ თურმე მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩემი შვილის სისხლი, სამწუხაროდ ამ მოწმის დაკითხვა შესაძლებელია თუ არა, ამას მე ვერ გეტყვით, კანონში როგორ არის, მაგრამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. მოწმე ამბობს სასამართლო ჩვენებაში, რომ ჩემ შვილთან შეხება არ ჰქონია, თუ შეხება არ ჰქონია, როგორ აღმოჩნდა მის ტანსაცმელზე ჩემი ბავშვის სისხლი“,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

">