საქმეთა გადანაწილება სასამართლოში და დისციპლინური სამართალწარმოება – EMC და IDFI კვლევას აქვეყნებს

სასამართლოში საქმეთა განაწილების პროგრამასა და მოსამართლეთა დისციპლინარულ სამართალწარმოებაში არსებული ხარვეზები – ამ საკითხებზე კვლევა EMC-მ და IDFI-მ ერთობლივად ჩაატარეს.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში” ამბობენ, რომ საქმეთა გადანაწილება ელექტრონულად მხოლოდ საქმეთა ნახევარზე მეტს ეხება, მეორე ნახევარი კი მოსამართლეებთან არაშემთხვევითობის პრინციპით ხვდება.

კვლევის მიხედვით, სისტემაში მთავარ გამოწვევად რჩება საჭიროების შემთხვევაში მოსამართლეთა დისციპლინარული სამართალწარმოების პროცესის დაწყებაც.

“მთელი წლის განმავლობაში განაწილებული საქმეების 60% განაწილდა შემთხვევითად, პროგრამამ აირჩია ის მოსამართლეები, რომლებზეც საქმე უნდა გადანაწილებულიყო, დანარჩენი საქმეები გადანაწილდა პირდაპირ კონკრეტულ მოსამართლეზე.

თვალშისაცემია, რომ მიუხედავად მოქალაქეთა მაღალი მიმართვიანობისა, მაინც ნაკლებია იმ მოსამართლეთა რაოდენობა, რომლებიც მიეცნენ შესაბამისად პასუხისგებაში“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი მარიამ მხატვარი.

">