საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს

22 აგვისტოს თბილისში საქართველო-იაპონიისმთავრობებს შორის ორმხრივი ინვესტიციებისდაცვისა და წახალისების შესახებ შეთანხმების ტექსტზე მოლაპარაკების მე-4 რაუნდი დაიწყო.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და იაპონიას შორის პირველადი კონსულტაციები 2017 წლის მაისში შედგა, რომლის დროსაც მხარეებმაერთმანეთს გააცნეს პრაქტიკა ინვესტიციების  წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებებისგაფორმების კუთხით, აგრეთვე ის მიდგომები დაპრინციპები, რაც ორივე ქვეყნისთვისაა აქტუალური.  დღემდე სულ ოფიციალურიმოლაპარაკებების 3 რაუნდია ჩატარებული.

შეთანხმების ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების მოზიდვას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებას, რაც წაახალისებს იაპონელი ინვესტორების ინვესტიციებს საქართველოში.

იაპონია ინვესტიციების სფეროშითანამშრომლობის კუთხით ერთერთი აქტიურიპარტნიორი ქვეყანაა. პირველი იაპონურიინვესტიცია საქართველოში ჯერ კიდევ 1997 წელსგანხორციელდა, ხოლო 2007-2017 წლებში სულჯამურად  განხორციელდა 152.16 მლნ. აშშდოლარის ოდენობის ინვესტიცია. მხოლოდმიმდინარე წლის I კვარტალში, საქართველოშიგანხორციელდა 16.21 მლნ. აშშ დოლარისინვესტიცია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იანი მატებაა.

">