საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომწელიწადში მინიმუმ ორჯერ მოხდებაერთობლივი სამუშაო ჯგუფების, ან კომისიებისშეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებსშორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატისჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, ამასთან, შესაძლებლია მასში სხვა უწყებების და კერძოსექტორის ჩართულობაც,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ.

ეკონომიკისა დას მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ან უკვე მოღვაწეობდნენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას. „ძალიან საინტერესოდიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვებიდა მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტულიმიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაციასაქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტულიშედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთგერმანული მხრიდან,” – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

/</a></iframe>