„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა“

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, – ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის აკადემიის დელეგაციასთან შეხვედრაზე გააკეთა.

გენერლების დელეგაციას, გენერალ ფილიპ ბრიდლავის ხელმძღვანელობით, მამუკა ბახტაძემ საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-სთან სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის თავდაცვის სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

საუბარი რეგიონში არსებულ გამოწვევებს და შავი ზღვის უსაფრთხოებას შეეხო. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველო – აშშ-ის თანამშრომლობა ეკონომიკურ სფეროში.

პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერას, რასაც საქართველოს მხარდამჭერი არაერთი საკანონმდებლო აქტი და რეზოლუციაც ადასტურებს.

">