„საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს, მოქნილი სამთავრობო უწყებები“

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, მისთვეს დიდი პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობაა.

„ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა მიმართულებით. ჩვენვე ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს, ჩვენს ყველა მოქალაქეს.

შევამცირებთ ჩამორჩენას, უზრუნველვყოფთ დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და გავაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას და გაძლიერებას.

საქართველოს სჭირდება მცირე და ამავე დროს, მოქნილი სამთავრობო უწყებები. მიზანშეწონილად მიმაჩნია, გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ინსტიტუციებზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

/</a></iframe>