საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტების შესწავლის პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ზვიად დევდარიანის წარმომადგენლის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებას რომლის თანახმად, შესაძლო სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესწავლის პროცესში სახალხო დამცველზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური წნეხი.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და საქმეთა შესწავლის პროცესი დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად წარიმართება. ამასთან, სახალხო დამცველი

ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობის პრინციპითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით, რაც გამორიცხავს ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან რაიმე ტიპის ზეგავლენას.

/</a></iframe>