საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ბავშვის მიმართ ძალადობისა და სავარაუდო მკვლელობის შესახებ

საქართველოსახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მწუხარებას გამოთქვამს და შეშფოთებულია ბათუმში, 4 წლის ბავშვის სავარაუდო ცემასა და მკვლელობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა სახელმწიფო უწყებას, დროულად გამოიკვლიონ აღნიშნული ფაქტი და მიიღონ შესაბამისი ზომები პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად.

ამასთან, მნიშვნელოვანია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ქვეყანაში ბავშვთა მიმართ არსებული ძალადობრივი გარემოს შესაცვლელად.