საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში NDI-ს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასოფო კილაძის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში NDI-სპრეზიდენტს,კენ ვოლაკს შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან სოფო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგიტუღუში.

მხარეებმა ისაუბრეს NDI-ს მიერ მხარდაჭერილ რეფორმებზე საქართველოში, მათ შორის, გენდერულითანასწორობის მიმართულებით. ასევე, იმ თანამშრობლობაზე, რომელიც არის ადამიანის უფლებათა დაცვისა დასამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსა და NDI-ს ადგილობრივ წარმომადგენლობას შორის.

განსაკუთრებით აღინიშნა იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ორგანიზაცია ახორციელებს სოფო კილაძის,როგორც ქალი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს საქმიანობაში. საუბარი, ასევე, შეეხო შშმ პირების მხარდაჭერისსაკითხს, რომლითაც ორგანიზაციის პრეზიდენტი დაინტერესდა. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო მჭიდროთანამშრომლობაზე.

ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძისმხარდაჭერით.