საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანასთან დაკავშირებით „გირჩის“ სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. „გირჩი“ მარიხუანის პირველადი მოხმარებისთვის 500 – ლარიან ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას ითხოვს.

ზურაბ ჯაფარიძემ სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ ის წლების მანძილზე მარიხუანის ინტენსიური მომხმარებელი იყო, რასაც ხელი არ შეშლია მისთვის, რომ სამი დიპლომი აეღო.

„მე ვარ მარიხუანის მომხმარებელი ბევრი წელია, 16-17 წლის ასაკიდან, ახლა ვეღარ ვარ ისეთი მომხმარებელი, როგორც ვიყავი, ფიზიკურად დრო არ მაქვს ამისი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, 15 წელი მაინც ვიყავი ინტენსიური მომხმარებელი. იმ პერიოდში, როდესაც მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი დიპლომი აღებული, მათ შორის მასტერის ხარისხი, ვმუშაობდი საქართველოში პრაქტიკულად ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

 

">