საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 83 მსჯავრდებული შეიწყალა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კომისიამ 23-29 ივლისის პერიოდში 976 მსჯავრდებულის საქმე განიხილა და პრეზიდენტს რეკომენდაციები გადაუგზავნა.

83 შეწყალებულიდან 40 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, 43-ს კი სასჯელი შეუმცირდა. აღსანიშნავია, რომ ამ 43 მსჯავრდებულს შორის ერთი უვადოდ მსჯავრდებულია, რომელსაც პრეზიდენტმა გათავისუფლების კონკრეტული თარიღი დაუდგინა.
როგორც ქორიძემ აღნიშნა, შეწყალებულთა შორის სამი ქალია, რომელთაგან ერთი დღესვე გათავისუფლდება და 1 არასრულწლოვანი.

პრეზიდენტმა 2018 წლის 17 აპრილს ძალადობრივ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოცხადებული მორატორიუმი გააუქმა. როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, მორატორიუმი იმ კონსულტაციების საფუძველზე გაუქმდა, რომელიც პრეზიდენტმა და შეწყალების კომისიამ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან გამართა. მისი თქმით, პრეზიდენტმა მორატორიუმი 23 ივლისს მოხსნა და შეწყალების კომისიას საშუალება მიეცა ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის შემცველი საქმეები განეხილა.

">