საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

12-14 ივნისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი სრდიან დარმანოვიჩი ეწვევა.

მონტენეგროს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. შეხვედრის დასრულების შემდგომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს სრდიან დარმანოვიჩი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან და ფინანსთა მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან.

13 ივნისს მონტენეგროს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მონტენეგროს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

ვიზიტის ფარგლებში მონტენეგროს საგარეო უწყების ხელძღვანელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს და ადგილზე გაეცნობა იქ არსებულ ვითარებას. სრდიან დარმანოვიჩი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

 

 

/</a></iframe>