„საქართველოს ნატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს“

რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. ამის შესახებ მან რადიოსადგურ „კომერსანტის“ ეთერში ისაუბრა.

საქართველონატო-ში შესვლამ შესაძლოა საშინელი კონფლიქტის პროვოცირება მოახდინოს. გაუგებარია, ვის რაში სჭირდება ეს?“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

მედვედევის ამ განცხადებამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი „უკიდურესად ნეგატიურად“ მიიჩნევს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას.

/</a></iframe>