საქართველოს მასშტაბით, ერდროულად 6 ადგილას წვევამდელებმა ფიცი დადეს

აქართველოს მასშტაბით, ერდროულად 6 ადგილას – თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში-ქოროღლის ციხესთან, ბათუმსა და გელათში ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის 366 რეკრუტმა და 123 წვევამდელმა დადო.

თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე, ერთი საჯარისო ნაწილი წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის რიგითი ჯარისკაცების ფორმებითა და აღჭურვილობით, რომელიც მკვლევარების დახმარებით აღდგა.

თბილისში, ფიცის დადების ცერემონია ლიტვიდან მოწვეულმა ორკესტრმა გააფორმა. საქართველოს ჰიმნი საოპერო მომღერალმა ნინო მაჩაიძემ ოპერის გუნდთან ერთად შეასრულა. ახალი ინტერპრეტაციით გაცოცხლდა ასევე პირველი რესპუბლიკის ჰიმნი „დიდება“. ცერემონიას გამყოფ ხაზებთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები ესწრებიან.

/</a></iframe>