საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა 2016 წელს 43142 იყო

არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე კავკასია“ საკუთარ ვებ-საიტზე greencaucasus.org.ge გამოაქვეყნა ანგარიში „საჯარო ინფორმაცია იმიგრაციის შესახებ“, რომელშიც სხვადასვა სახელმწიფო უწყებებიდან და სხვა ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზებულია ბოლო პერიოდის იმიგრაციული ნაკადები.

ანგარიში შედგენილია არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე კავკასია“-ს მიერ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მულტიკულტურული თბილისი დღეს“ ფარგლებში სახელმწიფო უწყებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პრაქტიკისა და მიღებული პასუხების ანალიზის საფუძველზე.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქსტატის მონაცემებით, რომლებიც ეფუძნება საზღვრის კვეთის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს, სხვა ქვეყნის მოქალაქე მიგრანტების რაოდენობა   2016 წელს  იყო 43142, რაც ქვეყნის მოსახლეობის 1,16%-ს შეადგენდა.