საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე სტასბურგში საზეიმო მიღებით აღნიშნეს

საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილე ევროსაბჭოში საზეიმო მიღებით აღინიშნა. სტრასბურგში გამოფენილი იყო საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ექსპონატები და ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ამსახველი ფოტოები. პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სტუმრებს ევროსაბჭოს დაარსებიდან 70 წლის იუბილისა და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმიმიძღვნილი საფოსტო მარკაც წარუდგინა. მიღებას მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ. მათთვის ქართული ხალხური სიმღერები ანსამბლმა “რუსთავმა ” შეასრულა. 

">